გაკვეთილის გეგმა

                                           
               სასწავლო გეგმის ნიმუში
                      (პუნქტების მოკლე აღწერა)
გაკვეთილის თემა
მოძრავი თამაშები
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
მე-3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
30 - ბავშვი
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
ფიზიკური აღზრდა აუცილებელი პირობაა პიროვნების ჰარმონიული განვითარებისთვის.რაც დაწყებით და საბაზო განათლების ძირითად მიზანს წარმოაიდგენს.სპორტის დანერგვის მიზანია მოზარდმა გააცნობიეროს ,რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად აუცილებელია:შემდეგი;ფიზ განათლება და სპორტი,აქტიური შრომა და დასვენება,რაციონალური კვება,პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,ადამიანებთან ურთიერთბა,თანაცხოვრების პრინციპის დაცვა,უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა.
მიზნები.         1.მოძრავი თამაშის საშვალებით ფიზიკური თვისებების (მაგ;სისწრაფის,გამძლეობის,მოქნილობის,გამძლეობის) განვითარება.
2.ტაქტიკის დახვეწა,ტაქტიკური მოქმედებების შესწავლა.
3.სათამაშო პრაქტიკის გამდიდრება.
4.ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება.
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ს.პ. მე-3.ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორიცაა;მიზნის დასახვა,გადაწყვეტილების მიღება,მიზანდასახული მოქმედება,ადამიანებთან ურთიერთობა.
1.იცავს თამაშის წესებს და ეტიკეტს.ღირსეულად ხვდება როგორც მოგებას ისე წაგებას.
2.პატივისცემით ეპყრობა სხვა მოთამაშეებს.
 თანმიმდევრობა
აქტივობა l მოსამზადებელი ნაწილი (10 წთ)
1)      ერთ რიგად მოწყობა,სათანადო ბრძანებები (სწორდი,სმენა და ა.შ.)რიგზე გათვლა,პატაკის ჩაბარება,მისალმება,გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
2)      სიარული მოედნის გარშემო,მწყობრი ნაბიჯით.
3)      სიარული ადგილზე ნელი ტემპით.     
მოწყობა ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშებისთვის: 1. კისრის,მხრის,წინამხრის,მაჯის,ხელის მტევნის ვარჯიშები. 2. ტანის ვარჯიშები. 3. ქვედა კიდურების ვარჯიშები. 
აქტივობა ll ძირითადი ნაწილი  (30 წთ)
   თამაში: „მხიარული სტარტები“    კლასი გავყოთ 2 გუნდად (მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე). მანძილი დგარამდე 15-20 მეტრი.
  1. მძლეოსნური ესტაფეტა: გუნდები დგანან სტარტის ხაზთან.მოთამაშეები რიგრიგობით გარბიან დისტანციას ჯოხით ხელში,შემოურბენენ დგარს,უკან ბრუნდებიან და ჯოხს გადასცემენ  შემდეგ  მოთამაშეს.თამაში გრძერლდება ვიდრე ბოლო მოთამაშე არ გადაკვეთს ფინიშის ხაზს.
  2. ესტაფეტა „ტომრებით“.  გუნდის პირველი მოთამაშეები ტომრებში დგებიან და ხტუნვა -ხტუნვით მოძრაობენ,შემოურბენენ დგარს ,უკან ბრუნდებიან და ტომრებს გადასცემენ  შემდეგ მოთამაშეს.რომელიც იგივეს იმეორებს და ა.შ. გამარჯვებულია გუნდი რომლის ბოლო მოთამაშე პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს.
  3. ბურთის ტარება: ნიშანზე წინ!  გუნდის პირველი მოთამაშეებს, ხელის ტარებით მიაქვთ ბურთი დგარებს შორის,შემოურბენენ ბოლო დგარს და ბრუნდებიან  უკან სირბილით.მიაცვდის შემდეგ მოთამაშეს და ა.შ. გამარჯვებულია რომელიც პირველი გადაკვეთს ხაზს. ( თამაშის დროს ბურთის ხელში აგება და ისე ცაგება არ შეიძლება. )
4.       ბაგირის გადაძალვა: ორად გაყოფილი გუნდი დგას ერთმანეთის საპირისპიროდ და უჭირავთ ბაგირი.მასწავლებლის ნიშანზე გუნდები იწყებენ ბაგირის გადაძალვას.რომელი გუნდიც ხაზიდან გადაძალავს გუნდის პირველ მოთამაშეს მაინც,გამარჯვებაც მათ ეკუთვნით.           
აქტივობა   lll დასკვნითი ნაწილი (5 წთ )
თამაშის შედეგის გამოცხადება.
ჯგუფის მოწყობა.
მოსცავლეთა აქტივობის შეფასება.
                            
                 
 შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი მეთოდის შეფასებით.
  1. გაკვეთილზე ჩართულობა და აქტივობა.
 2. მოქმედებს სხვებთან საერთო სპორტული მიზნის მისაწევად.
 3. გუნდური თამაშისას დისციპლინის დაცვა.
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
 სპორტული ინვენტარი : 1) კალათბურთის ბურთი 2 ც. 2) ამანათის ჯოხი 2ც. 3) დგარები 12 ც. 4) ტომარა 2ც. 5) ბაგირი. 6) სასტვენი.


Комментариев нет:

Отправить комментарий